1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:
ა) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები);
ბ) ანოფთალმის (ICDკოდი-10- Q11.1) და მიკროფთალმის (ICD-10კოდი- Q11.2) მქონე პირები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა თვალის პროთეზისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);
გ) თვალის პროთეზის შემთხვევაში პირზე გაცემული სამედიცინო ფორმა 100/ა, ხოლო სხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შემთხვევაში - პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2 (ან პირზე გაცემული სამედიცინო ფორმა 100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;
დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
დ.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაშ