1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუის ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე  შშმ პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი  – ფორმა №IV-50/4;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი - ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე  ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხი