1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 120 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და გასული 3 წლის განმავლობაში არ მიუღია აღნიშნული დამხმარე საშუალება.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი – ფორმა №IV-50/4;
გ) პირზე გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი – ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხის.
3. იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისა