1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუის ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი – სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი – ფორმა №IV-50/4;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი – ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხი