1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 487 900 ლარით.
2. შესაბამის საქონელს და მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება – 37 225 ლარს;
ბ) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს – 3 000 ლარისა. ამასთან, ერთი პროცედურის (მანიპულაციის) ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
გ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 2 000 ლარს. ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.
4. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების შემთხვევაში, დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რისთვისაც მიმწოდებელი მომსახურების თვის შემდგომი თვის 15 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვი