კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) – ეტლის მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოში აწარმოებს ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი შეადგენს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს, ხოლო საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის წარმოების შემთხვევაში – 30%-ს და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას ამ ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით;

ბ) ბენეფიციარის საჭიროების განსაზღვრისათვის, ეტლის მორგებისა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრენინგის შინაარსს;

გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და  მარეგისტრირებელ  ორგანოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებ