1. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, რაც დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტის და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმოამდგენლის ხელმოწერით;

ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს - „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა და სეანსის ჩატარება;
გ) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;

დ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).

2. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპია