1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 940 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.  ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში არანაკლებ 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად.  30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღე (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებისა, (მაგ, პოსტოპერაციული პერიოდი, პირველადი მიმართვა), რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით). წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის, არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4.  წლის განმავლობაში ფინანსდება  6250 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 7 კურსისა.  ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრიდან მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზე, რომელთაც 2017 წელს ამ პროგრამის ამოქმედებამდე მიღებული მომსახურების/ვაუჩერის რაოდენობა ჩაეთვლებათ ამ პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში. ბენეფიციარს  შეუძლია მიიღოს  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირების და ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს  სამიზნე ჯგუფში განსაზღვრული R62.0-ის დიაგნოზის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართი 1.2-ით გათვალისწინებულ  ბავშვთა ადრეული განვითარების  ქვეპროგრამაში.

5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;

ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტ