ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ამასთან მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები, ხოლო მე-3 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები;
ბ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ზ) შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ზ.ა) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას, რომელიც დადასტურებული იქნება ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით);
ზ.ბ) წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), განხორციელებასა და განახლებას;
ზ.გ) შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის;
თ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
თ.ა) ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;
თ.ბ) ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულობით: ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, მომვლელი;
თ.გ) ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში;
თ.დ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
თ.ე) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
თ.ვ) ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);
თ.ზ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანსპორტით უზრუნველყოფა