1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) პროგრამის № 2.16 დანართში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2021 წლის პროგრამის №2.3 დანართის („ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:

ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (წინა წლის მომსახურების მოსარგებლე ბენეფიციარისთვის აღნიშნული ფორმის წარდგენა არ არის სავალდებულო, გარდა R62.0 (განვითარების ეტაპების დაყოვნება) დიაგნოზის შემთხვევებისა;

ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვისა) და მისი ასლი.

ბ) ზრუნვის სააგენტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში;

გ) ზრუნვის სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს);

გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ 2021 წლის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;

გ.ვ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

გ.ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით, ხოლო ერთი და იმავე თარიღის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

გ.თ) ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

დ) ბენეფიციარმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა მიმართოს გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მომსახურების მიმწოდებელთან ამ ვადის დარღვევით გამოცხადების შემთხვევაში, ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება. ამ შემთხვევაში,  ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა უნდა მოხდეს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით.

ე) ბენეფიციარისთვის  გაცემული  ვაუჩერის გაუქმების საფუძველია:

ე.ა) ბენეფიციარის მომსახურების მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

ე.ბ) ბენეფიციარის/მშობლის/კანონიერი მეურვის სურვილი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი განცხადებით;

ე.გ) გუნდის და მისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე სხვადახვა მიზეზით (სამედიცინო, ასაკობრივი და ა.შ);

ე.დ) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შეუსაბამობა;

ე.ე) თუ თვის მანძილზე გამოყენებულია ერთი თვისთვის განსაზღვრული  სეანსების მაქსიმალური რაოდენობის 10%-ზე ნაკლები (გარდა ამ პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა).

ვ) ბენეფიციარისთვის  გაცემული ვაუჩერი არ  გაუქმდება, თუ გაცდენა:

ვ.ა)  გამოწვეულია ბენეფიციარის  ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;

ვ.ბ)   გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები),ვ.გ)   მიზანშეწონილად მიჩნეულია მიმწოდებელის მიერ;

ვ.დ)   გამოწვეულია მიმწოდებელი დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო.

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევებში მომსახურების მიმწოდებელი ახდენს ქვეპროგრამის განმახორციელებლის ინფორმირებას შესაბამისი განცხადებით.

თ) ბენეფიციარის  ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეპროგრამაში ხელახალი  ჩართვა ხორციელდება  ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნისა და პროცედურის გავლი