1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 000 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5  სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი  დოკუმენტი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ვაუჩერი გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

5. არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მიეწოდება ინფორმაცია ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

6. ერთი თვის მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (სეანსების) შესაბამისად.,7. მომსახურება მოიცავს  თვეში არაუმეტეს 20 სეანსის ჩატარებას და  უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე.

8.  თვის განმავლობაში ჯამური სეანსების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28 800 სეანსს. ხოლო ერთ ბენეფიციარზე წელიწადში   192  სეანს.

9. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;

ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო.

10. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით ზრუნვის სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარებ