ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;
გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
ე) გადაუდებელ შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას;
ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფას;
თ) ბავშვის/ბავშვების და დედის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას თავშესაფარში მოთავსებიდან 30 დღის განმავლობაში და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას არა უმეტეს 6 თვეში ერთხელ (მომსახურების გეგმა ბავშვთან მიმართებით დაფუძნებული უნდა იყოს სოციალური მუშაკის მიერ შემუშავებულ ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმაზე);
ი) მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას, მიიღოს განათლება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიუხედავად ამისა, ბენეფიციარი არ არის ჩართული სასწავლო პროცესში;
კ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირების პროგრამის (კურიკულუმის) წარმოებას;
ლ) კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარების უნარ-ჩვევების, პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში, ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხელშეწყობას;
მ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სკრინინგის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობას;
ნ) ბენეფიციართან მუშაობას თანადგომის ქსელის მოძიებაზე წერილობითი თანხმობის მოპოვების მიზნით და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობას რეინტეგრაციაზე მუშაობის პროცესშ