1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 21 წლამდე ბენეფიციარების მინდობით აღზრდის კომპონენტის შემთხვევაში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება, ასევე, მინდობით აღსაზრდელი, რომელიც სარგებლობს ამ ქვეპროგრამის მომსახურებით, გახდა სრულწლოვანი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული, საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან დარეგისტრირებულია პროფესიულ/უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხ კანდიდატად, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა;

ბ) 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეული შშმ პირები, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, რაც დასტურდება სოციალური მუშაკის დასკვნით:

ბ.ა) კომპონენტით  სარგებლობისათვის საჭიროა მინდობით აღმზრდელისა და აღსაზრდელის თანხმობა, რომელიც ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულებით ზრუნვის სააგენტოსა და მინდობით აღმზრდელს (ან/და მინდობით აღმზრდელს, რომელიც ამასთანავე არის ბენეფიციარის მხარდამჭერი) შორის ან/და  სამმხრივი ხელშეკრულებით შშმ პირს მონაწილეობით.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირებული მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისა