1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირებული მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისა
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №684, 31.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4444020/muxli-3-17/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია