1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები,  რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების შესაბამისა