1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს სულ მცირე 8 თვე (2022 წლის 1 იანვრიდან)), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს  20 432 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს და წარმოდგენილი აქვს პროფესიონალის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა, რითაც დასტურდება, რომ მას მომსახურების მიწოდება შეუძლია რეგისტრაციის დროს მითითებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ბავშვთან ოჯახში ვიზიტით. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არამხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა

ქ. თბილისი

8 760

ქ. ქუთაისი

2 600

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

1 040

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

160

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

800

ქ. ბათუმი

760

მარნეულის მუნიციპალიტეტი

336

ახალციხის მუნიციპალიტეტი

160

გორის მუნიციპალიტეტი

1 200

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

800

ქ. რუსთავი

1200

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

800

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

560

მესტიის მუნიციპალიტეტი

80

თელავის მუნიციპალიტეტი

960

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

240

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

640

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

160

ქ. ფოთი

360

ქ. ხაშური

240

სენაკის მუნიციპალიტეტი

240

ახალქალაქი

400

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

160

საგარეჯო

160

სულ

22 816

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ცნობის ასლი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV- 100/ა);

ე) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ცნობის ასლი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომლითაც დასტურდება, რომ მშობელი/მშობლები არის/არიან თანდაყოლილი სიყრუის მქონე პირ(ებ)ი და რომელიც გაცემულია განცხადების შეტანიდან არაუმეტეს ერთი წლისა (ცნობის დედანი უბრუნდება განცხადებელს).

3. ქვეპროგრამის მომსახურების მიღების მაძიებლების რეესტრი (ამ ქვეპროგრამაში შემდგომში – მაძიებლების რეესტრი) არის ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოთავსების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

5. ზრუნვის სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ბავშვები, რომელთა განცხადებები მომსახურებაში ჩართვის თაობაზე ზრუნვის სააგენტოში შესულია 2021 წლამდე;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;

დ) ბავშვები, რომლებიც განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;

ვ) იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის მქონე ბავშვები;

ზ) ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები;

თ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

ი) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

კ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტ