1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილე.
2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ) სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);
გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
დ) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.
3. ამ ქვეპროგრამის მომსახურების მაძიებლები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.
4. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზ