1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი) მიერ წარმოებულ საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომის ვეტერანი.

2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობა და მისი ასლი;

გ) სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით).

3. ბენეფიციართა შერჩევის პროცესში პრიორიტეტი ენიჭება 2011 წლის პროგრამის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მოსარგებლეებს.

4. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზ