1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 678 888 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არის ორი სახის:

ა) ოცდღიანი კურსის შესაბამისი ვაუჩერი, რომლის ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვრება 554 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა შესაბამისი კურსის განმავლობაში ბენეფიციარისათვის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურების სრული მოცულობით გაწევა:

ა.ა) ფიზიკური თერაპია – კურსის განმავლობაში არანაკლებ 18 სესიის ჩატარება;

ა.ბ) ფსიქოლოგის კონსულტაცია (ბავშვის ან მშობლის) და/ან ოკუპაციური თერაპია – კურსის განმავლობაში არანაკლებ 4 სესიის ჩატარება;

ა.გ) მეტყველებისა და ენის თერაპია – კურსის განმავლობაში არანაკლებ 5 სესიის ჩატარება;

ა.დ) ექიმის მეთვალყურეობა – კურსის განმავლობაში არანაკლებ 8 კონსულტაციის ჩატარება;

ა.ე) ბავშვის მშობლისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის ბინაზე შემნახველი თერაპიის უნარ-ჩვევათა სწავლება – კურსის განმავლობაში არანაკლებ 5 მეცადინეობის ჩატარება;

ბ) ათდღიანი კურსის შესაბამისი ვაუჩერი, რომლის ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვრება 372 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა შესაბამისი კურსის განმავლობაში ბენეფიციარისათვის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურების სრული მოცულობით გაწევა:

ბ.ა) ფიზიკური თერაპია – კურსის განმავლობაში არანაკლებ 9 სესიის ჩატარება;

ბ.ბ) ფსიქოლოგის კონსულტაცია (ბავშვის ან მშობლის) და/ან ოკუპაციური თერაპია – კურსის განმავლობაში არანაკლებ 4 სესიის ჩატარება;

ბ.გ) მეტყველებისა და ენის თერაპია – კურსის განმავლობაში არანაკლებ 5 სესიის ჩატარება;

ბ.დ) ექიმის მეთვალყურეობა – კურსის განმავლობაში არანაკლებ 4 კონსულტაციის ჩატარება;

ბ.ე) ბავშვის მშობლისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის ბინაზე შემნახველი თერაპიის უნარ-ჩვევათა სწავლება – კურსის განმავლობაში არანაკლებ 5 მეცადინეობის ჩატარება;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაუჩერების დაფინანსების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ ყოველი კურსის დაწყების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კურსის დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვაუჩერები ფინანსდება არა უგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არა უგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ აღემატება 70 000-ს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვაუჩერები დაუფინანსდებათ შესაბამისი ლიმიტის 100%-ით.

4. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არის 70 001-იდან 100 001‑მდე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვაუჩერები დაუფინანსდებათ შესაბამისი ლიმიტის 90%-ით.

5. იმ ბენეფიციარებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ მუხლის მე‑3 და მე‑4 პუნქტებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვაუჩერები დაუფინანსდებათ შესაბამისი ლიმიტის 75%-ით.

6. ერთ ბენეფიციარზე 2012 წლის განმავლობაში ფინანსდება არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 3 ვაუჩერისა. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების დაწყების თარიღებს შორის შუალედი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 180 კალენდარულ დღეს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების დაწყების თარიღებს შორის შუალედი – არანაკლებ 130 კალენდარულ დღეს.

7. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობების შეცვლა, რაც საჭიროებს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი დასაბუთების სააგენტოში წარდგენას.

8. სააგენტო უზრუნველყოფს, ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას და ამ გადაწყვეტილებათა ცენტრალურ კოორდინაციას ისე, რომ 2012 წლის განმავლობაში ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვაუჩერული დაფინანსების საერთო მოცულობა არ აღემატებოდეს თვეში 54 324 ლარს და/ან წელიწადში 651 888 ლარს.

9. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;

ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმას და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს სააგენტ