1. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, სადაც მითითებული იქნება აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კურსების (მათ შორის, მიმდინარე წელს ჩასატარებელი) რეკომენდებული რაოდენობა, ხანგრძლივობა, ჩატარების ვადები;
ბ) ფიზიკური თერაპია, რაც მოიცავს მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას (მსხვილ მოტორულ ფუნქციებზე კონცენტრირებით), ადაპტაციური საშუალებების გამოყენების სწავლებას, ორალურ-მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, ჯდომისა და დგომის პოზის განვითარებას, სიარულის ტრენინგსა და ანალიზს, მოძრაობის ამპლიტუდის გაფართოებას (ძირითადად ქვემო კიდურების), სენსორულ ინტეგრაციას, ტკივილის მენეჯმენტს;
გ) ოკუპაციური თერაპია, რაც მოიცავს მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას (ნატიფ მოტორულ ფუნქციებზე კონცენტრირებით), ადაპტაციური საშუალებების გამოყენების სწავლებას, ჯდომისა და დგომის პოზის განვითარებას, კვების უნარ-ჩვევების განვითარებას, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას, მოძრაობის ამპლიტუდის გაფართოებას (ძირითადად – ზემო კიდურების), სენსორულ ინტეგრაციას, კომუნიკაციას, ვიზუალურ-მოტორულ აღქმას;
დ) მეტყველებისა და ენის თერაპია, რაც მოიცავს კომუნიკაციური (მათ შორის, ენობრივი) უნარ-ჩვევების განვითარებას, ჟესტებისა და ნიშნების ენის (არტიკულაციის) სწავლებას, კვების უნარ-ჩვევების განვითარებას, ორალურ-მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, სენსორულ ინტეგრაციას, სწორი სუნთქვის უნარის განვითარებას;
ე) ექიმის მეთვალყურეობა, რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარება, რაც მოიცავს ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კოგნიტიური უნარებისა და გონებრივი განვითარების შეფასებასა და ფსიქოლოგიურ კორექციას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიურ დახმარებას;
თ) შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.
2. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპია