1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 329 400 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. ვაუჩერის ტალონზე ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 15 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.

6. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის გაუქმებას, გარდა ბენეფიციარის სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო ან სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დროებით გაყვანის შემთხვევისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზ