1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის არმქონე:
ა.ა) რეინტეგრირებული ბავშვები;
ა.ბ) ამ დადგენილების დანართი 1.4-ით გათვალისწინებული მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;
ბ) ამ დადგენილების დანართი 1.7-ით გათვალისწინებული შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის არსებობის შემთხვევაში:
გ.ა) რეინტეგრირებული ბავშვები;
გ.ბ) ამ დადგენილების დანართი 1.4-ით გათვალისწინებული მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;
დ) ამ დადგენილების დანართი 1.9-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები.
2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის ბავშვთა (პირთა) თანმხლები პირების დაფინანსებას, ამასთან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბავშვების შემთხვევაში – 9 ბავშვზე 1 მომვლელის თანხლებას. დამსვენებელთა ჯგუფები კომპლექტდება არა უმეტეს 18 ბავშვისა და 2 მომვლელის შემადგენლობით. ამ კონტინგენტის დამსვენებელთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 210 ბავშვსა და მომვლელს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების შემთხვევაში – 5 პირზე 1 მომვლელის თანხლებას. დამსვენებელთა ჯგუფები კომპლექტდება არა უმეტეს 10 პირისა და 2 მომვლელის შემადგენლობით. ამ კონტინგენტის დამსვენებელთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 პირსა და მომვლელს;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბავშვების შემთხვევაში – 1 ბავშვზე 1 მომვლელის თანხლებას. დამსვენებელთა ჯგუფები კომპლექტდება არა უმეტეს 5 ბავშვისა და 5 მომვლელის შემადგენლობით. ამ კონტინგენტის დამსვენებელთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150 ბავშვსა და მომვლელ