ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის ქვეპროგრამის მოსარგებლეთა:
ა) ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა საქართველოს კურორტებზე ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;
ბ) შესაბამის კურორტამდე და უკან ტრანსპორტირება და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
გ) მინიმუმ სამჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვა;
ე) საჭიროების შემთხვევაში (გარდა თანმხლები პირებისა):
ე.ა) დანიშნული მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
ე.ბ) ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში – თანმხლები პირების ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებ