1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:
ა) 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამით მოსარგებლე პირები;
ბ) თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული დემენციის მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის, ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების საჭიროების მქონე შშმ პირები;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები, რომლებიც საჭიროებენ ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღებას და რომელთა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ არსებობს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფსიქიკური დარღვევების მქონე პირის ქვეპროგრამაში ჩართვისათვის პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ) პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) პირის ერთი ფოტოსურათი (3X4);
ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ვ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებით მიმართვიდან 1 თვის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ ქვეპროგრამით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 პირ