ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) თავშესაფრით უზრუნველყოფის შემთხვევაში – ბენეფიციარების სადღეღამისო მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) დღის მომსახურების შემთხვევაში – ბენეფიციარების ორჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციარების უზრუნველყოფა ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
დ) ბავშვის პირველადი სამედიცინო საჭიროებების დადგენა და, საჭიროებისამებრ, სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენა (თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების პრევენცია) და მისი სტაბილიზაციისათვის ზრუნვა;
ვ) ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმის შედგენა, განხორციელება და პერიოდულად გადახედვა;
ზ) ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა:
ზ.ა) ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის საგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ზ.ბ) ბავშვის დღის განრიგის შემუშავება ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
ზ.გ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩაბმა;
ზ.დ) ცხოვრებისეული და სოციალური უნარ-ჩვევების სწავლება;
ზ.ე) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების შეძენა (საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის, საძინებელი სივრცის მოვლა, საერთო მოხმარების ოთახების სისუფთავის დაცვა და სხვ.