1. მინდობით აღზრდის მომსახურების შემთხვევაში ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
ბ) მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) ანაზღაურების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველყოფა.
2. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ამ ტიპის მომსახურებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) მინიმუმ სამჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
დ) ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;
ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);
ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;
თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა;
ი) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და, საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;
ლ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობი