1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 259 200 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან არა უმეტეს 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეებზე. ამასთან:

ა) ამ დანართის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების შემთხვევაში ვაუჩერი გაიცემა 2012 წლის განმავლობაში ბავშვის მიერ არა უმეტეს 1 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე;

ბ) ამ დანართის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემთხვევაში ვაუჩერი გაიცემა 2012 წლის განმავლობაში ბავშვის მიერ არა უმეტეს წლისა და 6 თვის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე.

5. ვაუჩერი გაიცემა (არა უგვიანეს რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვამდე) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

6. საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვამდე.

7. კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არა უმეტეს 80 ლარის ოდენობით.

8. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმება