ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

ზ) შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ზ.ა) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას;

ზ.ბ) ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას და განხორციელებას;

ზ.გ) ბენეფიციართა მომზადებას ინკლუზიური განათლებისათვი