ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და მათ მდგომარეობასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის დაწესება;

ბ) სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების განხორციელება;

გ) საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

დ) სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა საქართველოს მთავრობის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობითა და შრომის ანაზღაურების განაკვეთით;

ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს მიერ 2012 წლის პროგრამით გათვალისწინებული მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვის უზრუნველყოფა;

ზ) სააგენტოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა ადმინისტრაციული ხარჯების გაწევ