1. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული
. ამასთან:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2011 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2011 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე 2011 წელს გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (ვაუჩერის ტალონები) ძალაშია, თუ 2012 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ (ასორტიმენტი, პრეისკურანტი, მიწოდების პუნქტების ადგილმდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში – ერთეულის ფასი და სხვ.). ამასთან:

ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;

ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;

გ) პირს, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 2011 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, 2012 წლის 1 აპრილამდე, რა ვადამდეც პირმა, შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლის სტატუსის შენარჩუნების მიზნით უნდა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 1 თებერვლამდე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

დ) რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია უქმდება ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ე) რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია უპირობოდ უქმდება მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, არა უადრეს მიმართვის თვის ამოწურვის დღისა და არა უგვიანეს 31-ე კალენდარული დღისა
. ამასთან, რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;

ვ) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;

ზ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;

თ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს არა უგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.

3. რეგისტრირებული მიმწოდებელი თავის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2012 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).

5. მიწოდებული მომსახურებების უწყვეტი განხორციელებისა და მისი ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე 2012 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად ფინანსდება 2012 წლის პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამები, რომელთა ანალოგიური ქვეპროგრამების დაფინანსებაც 2011 წლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემდეგი პირობებით:

ა) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, თვეში არა უმეტეს 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისთვის განკუთვნილი ასიგნების 1/12-ის მოცულობით;

ბ) ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, თვეში არა უმეტეს 2011 წლის პროგრამის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამისთვის განკუთვნილი ასიგნების 1/12-ის მოცულობით;

გ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, თვეში არა უმეტეს 2011 წლის პროგრამის ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის განკუთვნილი ასიგნების 1/10-ის მოცულობით;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოფს 2012 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულების გაფორმებას ან მოქმედების ვადის გაგრძელებას იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც 2011 წლის პროგრამის ფარგლებში აწვდიდნენ ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ მომსახურებას.

6. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2012 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ 2013 წლის იანვარში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარსადგენი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს 2013 წლის 31 იანვრისა.

7. 2012 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდეს 2011 წლის პროგრამის ცალკეული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) გათვალისწინებული იმ მომსახურების (საქონლის) აუნაზღაურებელი ღირებულება, რომელთა მიწოდებაც ხორციელდებოდა 2011 წლის დეკემბერში და რომელთა ანაზღაურებაც 2011 წლის პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2011 წლის ამოწურვამდე, კერძოდ:

ა) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით დაფინანსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, რომლებიც ამოქმედდა 2011 წლის 10 დეკემბრის შემდგომ;

ბ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით, ასევე საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტით დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2011 წლის დეკემბერში.

8. 2012 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახი