1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ქულას. ასევე ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 550-ს;

ბ) 6-იდან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ და, ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ აღემატება 120 000 ქულას; აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და პირები, რომლებიც დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წელს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 758-ს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინები