1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 665 522 ლარით.

2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.

3. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, ამავე დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2012 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების მიმართ, რომელთა მიერ მომსახურების მიწოდება იწყება თვის 10 რიცხვის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების დაწყებისთანავე.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

5. ქვეპროგრამით განსაზღვრული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2012 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების მიმართ, რომელთა მიერ მომსახურების მიწოდება იწყება თვის 10 რიცხვის შემდგომ. ამ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს ერთჯერადად უფლება აქვს ვაუჩერის ტალონი წარადგინოს მომსახურების დაწყების მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. აღნიშნული ტალონი სააგენტოს მიერ ანაზღაურდება მომსახურების დაწყების მომდევნო თვის ბოლომდე.

6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (15 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2012 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების შემთხვევაში მომსახურების მიწოდების დაწყების თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით ამ თვეში მომსახურების დღეთა რაოდენობაზე.

8. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, მას უფლება აქვს მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

9. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის გაცემა წარმოებს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, არა უმეტეს ჩამოთვლილ პილოტურ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:

№

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

1

ქ. თბილისი

61

2

ქ. რუსთავი

16

3

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

20

4

მცხეთის მუნიციპალიტეტი

20

5

დუშეთის მუნიციპალიტეტი

8

6

ქ. ქუთაისი

25

7

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

8

8

ხონის მუნიციპალიტეტი

10

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

8

10

საჩხერის მუნიციპალიტეტი

8

11

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

8

12

ქ. ბათუმი

8

13

თელავის მუნიციპალიტეტი

24

14

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

15

ახმეტის მუნიციპალიტეტი

8

16

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

16

17

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

8

18

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

16

19

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

8

20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

8

21

გორის მუნიციპალიტეტი

10

22

ხაშურის მუნიციპალიტეტი

38

23

კასპის მუნიციპალიტეტი

8.

10. ქვეპროგრამა ასევე უზრუნველყოფს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2012 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა ვაუჩერულ დაფინანსებას ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების გაუთვალისწინებლა