1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 603 160 ლარით.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

3. 2012 წლის განმავლობაში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება (მათ შორის, განმეორებითი მიმართვის შემთხვევაში) სრულად, თანაგადახდის გარეშე დაუფინანსდებათ პირებს, რომლებიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით იყვნენ 2011 წლის პროგრამის დღის ცენტრების ქვეპროგრამის მოსარგებლეები
.
4. ვაუჩერის ერთ ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან
:
ა) თუ ბენეფიციარი (ბენეფიციარები) მიმდინარე თვეში აგრძელებს (აგრძელებენ) იმავე დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობას, რომლითაც სარგებლობდა (სარგებლობდნენ) წინა თვეში, ამ დღის ცენტრისათვის მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ამ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით წინა თვეში მოქმედი ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ მიმდინარე თვეში დღის ცენტრის შეცვლის შემთხვევაში წინა დღის ცენტრისათვის მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისთვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ამ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით წინა თვეში მოქმედი ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

გ) მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით (ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით). დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო. 2012 წლის 1 თებერვლიდან აღნიშნული დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა წარმოადგენს მომსახურების მიღების მიმდინარე თვეში ამ ქვეპროგრამით შესაბამისი მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელ პირობას;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. თუ 18 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელზეც გაცემულია ვაუჩერი და რომელიც იღებს მომსახურებას დღის ცენტრში, ვაუჩერის მოქმედების ვადის გასვლამდე შეუსრულდება 18 წელი, მას უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ამავე დღის ცენტრში 18 წლის მიღწევის თვეს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში – მიიღოს 18 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირებისათვის განკუთვნილი ანალოგიური მომსახურება იმავე ვაუჩერით მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.

6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, არა უმეტეს ჩამოთვლილ პილოტურ ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:

№

პილოტური ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

145

375

2

ქ. ქუთაისი

50

80

3

ქ. რუსთავი

85

52

4

ქ. ბათუმი

-

45

5

გორის მუნიციპალიტეტი

80

30

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

-

17

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

18

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

-

12

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

-

25

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

31

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

33

13

მარნეულის მუნიციპალიტეტი

30

-

14

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

15

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

30

-

16

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

50

-

17

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

30

-

18

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

-

19

მესტიის მუნიციპალიტეტი

10

-.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განსაზღვრული ლიმიტები ქ. ბათუმის, ასევე გორის, ქარელის, თერჯოლის, სამტრედიის, ზესტაფონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განკუთვნილია 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების, ხოლო თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში – 18 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირებისათვის.

8. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის გაუქმებას, გარდა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით გაუარესების ან შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები, რეაბილიტაციისათვის დახურვა და ა.შ.) შემთხვევებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზ