1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 0-1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახიც კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 57001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთი წლისა და 6 თვის ასაკის ჩათვლით ბავშვები, რომლებიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით იყვნენ მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები;

გ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების წევრი, ერთი წლისა და 6 თვის ასაკის ჩათვლით ბავშვები.

2. ვაუჩერით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ რეგიონული საბჭოები ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვისა და სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასების შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სადაც მითითებულია, რომ არსებობს ბავშვის მიტოვების რისკი და საჭიროა სათანადო პრევენციული ზომების გატარება. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს ბავშვის ხელოვნური კვების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ ექიმ-სპეციალისტის წერილობითი დასკვნა, რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. სოციალური მუშაკი შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის წერილობით დასკვნას საბჭოს წარუდგენს მის მიერ ოჯახის შეფასების შემდეგ მომზადებულ დასკვნასთან ერთა