1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა, დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 576-ს;

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული და შესაბამისი დასკვნის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“ ან ,,მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 878-ს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 624-ს;

დ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში). ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 58 -ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინები