1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 000 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები, გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ხოლო შშმ პირებზე, (მათ შორის, შშმ ბავშვებზე) შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 230 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 378 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:
ა) თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 11 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 18 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ნებისმიერი მიზეზით (გარდა არდადეგებისა) გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5 ან 5-ზე ნაკლებია, ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით;
გ) მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული.
№
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველიპუნქტის „დ“ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
1
ქ. თბილისი
238
184
320
42
2
ქ. ქუთაისი
50
61
66
16
3
ქ. რუსთავი
20
14
38
4
ქ. ბათუმი
-
45
5
გორის მუნიციპალიტეტი
60
30
15
6
ქარელის მუნიციპალიტეტი
10
15
7
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
-
25
8
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
15
9
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
-
40
30
10
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
30
25
11
თელავის მუნიციპალიტეტი
-
20
35
12
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
-
14
33
13
ქ. ფოთი
-
25
14
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
20
14
15
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
-
20
16
მცხეთის მუნიციპალიტეტი
-
45
20
17
თიანეთის მუნიციპალიტეტი
30
-
18
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
24
-
19
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
45
-
20
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
24
-
21
ასპინძის მუნიციპალიტეტი
10
22
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
20
23
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
15
24
საჩხერის მუნიციპალიტეტი
18
25
ქ. წნორი
19
26
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
30
10
27
კასპის მუნიციპალიტეტი
20
28
სენაკის მუნიციპალიტეტი
15
20
29
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
15
30
ვანის მუნიციპალიტეტი
10
8
31
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
20
32
ხონის მუნიციპალიტეტი
13
14
33
ახმეტის მუნიციპალიტეტი
15
34
წალკის მუნიციპალიტეტი
10
35
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
11
15
36
მარნეულის მუნიციპალიტეტი
10
37
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
20
38
ხაშურის მუნიციპალიტეტი
20
39
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
20
სულ ბენეფიციარი:
576
878
624