1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 756 000 ლარით, მათ შორის, ელექტროსავარძელ-ეტლებისთვის – 429 600 ლარი.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) –
სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) –
სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 3580 ლარს.

6. სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 80%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) – მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 80%-ით;

გ) ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – ელექტროსავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულება