1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 196 200 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი შეადგენს 300 ლარს.

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 70 000-ს;

ბ) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით ფინანსდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არის 70 001-იდან 100 001-მდე;

გ) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით ფინანსდება კომპონენტის ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ე“ და „ბ“ქვეპუნქტებით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მომწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

8. კომპონენტის ფარგლებში გაცემული პირველი 135 ვაუჩერი განკუთვნილია იმ ადგილობრივი საწარმო-ორგანიზაციების მიერ მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს აღემატებ