1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 934 200 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 574200 ლარით,2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში წარდგენა, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 720 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 4785 ლარს.
6. სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:
ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
ა.გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს.
ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) – მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით;
გ) ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – ელექტრო სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით
7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულება