1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 303 800 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების ლიმიტი (ლარებით)

I. პროთეზირება

1. ქვედა კიდურის პროთეზირება

1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას

370

1.2. მუხლს ქვედა პროთეზი

1.2.1.მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

1280

1.2.2. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1070

1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას

1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით

2840

1.3.2. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1100

1.4. მუხლს ზედა პროთეზი

1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

1985

1.4.2. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1080

1.4.3. მოდულური პროთეზი მუხლის სახსრის ამოსახსვრისას ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

2300

2. ზედა კიდურის პროთეზირება

2.1. იდაყვს ზედა პროთეზი

2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

3340

2.1.2. იდაყვს ზედა (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით

385

2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი

2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

2120

2.2.2. იდაყვს ქვედა (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით

210

2.2.3. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით

80

2.2.4. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

960

II. ორთეზირება

1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

110

2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

600

3. მუხლის ორთეზი

610

4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

710

5. ორთეზი იდაყვს ქვედა

40

6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

130

7. ორთეზი კისრის დონეზე

100

8. ორთეზი გულმკერდ-წელის დონეზე

500

9. ორთეზი წელის დონეზე

410.

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 70 000-ს;

ბ) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით ფინანსდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არის 70 001-იდან 100 001-მდე;

გ) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით ფინანსდება კომპონენტის ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულება