1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება  1 300 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად.

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)

I. პროთეზირება

1. ქვედა კიდურის პროთეზირება

1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით

1000

1.2. მუხლს ქვედა პროთეზი

1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში - ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით

2900

1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით  სილიკონ ლაინერის გარეშე

1790

1.2.3. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას

1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით

3300

1.4. მუხლს ზედა პროთეზი

1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2  სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18 თვიანი გარანტიით

3950

1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე

2780

1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

2. ზედა კიდურის პროთეზირება

2.1. იდაყვს ზედა პროთეზი

2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

3340

2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი

2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

2500

2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

1300

II. ორთეზირება

1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

140

2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

840

3. მუხლის ორთეზი

700

4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

990

5. ორთეზი იდაყვს ქვედა

100

6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

180

7. ორთეზი კისრის დონეზე

150

8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე

700

9. ორთეზი წელის დონეზე

575.

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში,  ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ)  „ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულება