კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;
გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
დ) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვანაირად არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას;
ე) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნი