1. კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;
გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
დ) თვალის პროთეზის (სტანდარტული ან ინდივიდუალური) შერჩევა/დამზადება და მორგება (თვალის ღრუს ეგზოპროთეზირება);
ე) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, ხოლო თვალის პროთეზის შემთხვევაში – 24 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან გაუფრთხილებლობას. 18 წლამდე ასაკის ბავშვების პროთეზირების შემთხვევაში, როდესაც ფიზიოლოგიური (კიდურის ზრდა), ან დაავადების, ან ტრავმით გამოწვეული ცვლილებების გამო, შეუძლებელია და უკუნაჩვენებია უკვე მიღებული პროთეზით სარგებლობა, საგარანტიო ვადა განისაზღვროს საჭიროების მიხედვით;
ვ) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით;
ზ) ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირთათვის აუცილებლობისა და ასეთი მომსახურების შესაძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა სადღეღამისო 5 დღით განთავსების უზრუნველყოფა (განცალკევებული განყოფილება ადაპტირებული ტუალეტითა და აბაზანით, საჭირო ინვენტარითა და შშმ პირთათვის ადაპტაციის საშუალებებით