1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ამ პროგრამის მოსარგებლე შშმ პირები, შინმოვლის ან პერსონალური ასისტირების სერვისის ბენეფიციარები.
2. აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამი გაიცემა ეტლით მოსარგებლე შშმ პირზე, რომელსაც აღნიშნული სტატუსი დადგენილი აქვს გასული 3 წლის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული აქვს მექანიკური ან ელექტრო ეტლი. ასევე, აღნიშნული დამხმარე საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფისა და შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების მომსახურების მიმღებ ბენეფიციარებზე.
3. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
გ) პირზე გაცემული სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სკამის საჭიროება;
დ) აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაციის (სს ექსპერტიზის აქტი -ფორმა №IV - 50/2 და სს ექსპერტიზის აქტის ამონაწერი - ფორმა №IV - 50/4 (ასლები), გაცემის თარიღი უნდა იყოს განცხადების წარდგენის მომენტისთვის არაუმეტეს გასული 3 წლისა (გარდა შინმოვლით უზრუნველყოფისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა).
ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაშ