კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში – სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა;
გ) სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა;
დ) გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;
ე) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) – მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაშ