1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 129 600 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო. 2012 წლის 1 თებერვლიდან აღნიშნული დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა წარმოადგენს მომსახურების მიღების მიმდინარე თვეში ამ ქვეპროგრამით შესაბამისი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების აუცილებელ პირობას.
5. ვაუჩერის ერთი თვის ტალონის დაფინანსების ლიმიტია 135 ლარი. ამასთან:
ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არ აღემატება 70 000-ს, ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი დაუფინანსდებათ ლიმიტის 100%-ით;
ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არის 70 001-იდან 100 001-მდე, ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი დაუფინანსდებათ ლიმიტის 90%-ით;
გ) დანარჩენ ბენეფიციარებს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი დაუფინანსდებათ ლიმიტის 75%-ით.
6. მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება, თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა ნაკლებია ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ ჯერადობაზე, კერძოდ:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მომსახურების მიწოდების წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 15 ლარის ოდენობაზე;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მომსახურების მიწოდების წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 13 ლარისა და 50 თეთრის ოდენობაზე;
გ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მომსახურების მიწოდების წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 11 ლარისა და 25 თეთრის ოდენობაზე.
7. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
8. 2012 წლის განმავლობაში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ქ. თბილისში მიწოდების დაფინანსებისთვის განკუთვნილია არა უმეტეს 87 480 ლარისა, ხოლო ქ. ქუთაისში მიწოდების დაფინანსებისათვის – არა უმეტეს 42 120 ლარისა.
9. ზედიზედ 3 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის გაუქმებას, გარდა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით გაუარესებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზ