1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა და სხვ.) მქონე 0-3 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით იყვნენ 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მოსარგებლეები.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა და მისი ასლი;

დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევას და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებენ რეგიონული საბჭოები ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსათვის განცხადებით მიმართვიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. ვაუჩერი გაიცემა ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდ