1. ამ დადგენილების დანართი 1.13.1-ით, დანართი 1.13.2-ით, დანართი 1.13.3-ითა და დანართი 1.13.4-ით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების დანართი 1.13.1-ით, დანართი 1.13.2-ით,  დანართი 1.13.3-ითა და დანართი 1.13.4-ით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და გამოაქვს გადაწყვეტილება განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. კომისია აგრეთვე ანაწილებს 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდულ და 2011 წლის ამოწურვამდე გაუნაწილებელ დამხმარე საშუალებებს.

4. ამ დადგენილების დანართი 1.13.1-ით, დანართი 1.13.2-ით (გარდა ორთეზისა), დანართი 1.13.3-ითა და დანართი 1.13.4-ით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია პირის მიერ 2011 წლის პროგრამით, აგრეთვე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №442/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ანალოგიური დამხმარე საშუალების მიღება, თუ შესაბამის დამხმარე საშუალებებზე ამ სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული და, ამასთან, გაცემული დამხმარე საშუალება ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციის ან შეკეთებისათვის (საწინააღმდეგო მტკიცება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დამხმარე საშუალების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნით, რომელსაც განმცხადებელი თან ურთავს განცხადებასთან ერთად მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებს).

5. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

6. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების დროს წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად სააგენტოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;

ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.

7. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს და/ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

8. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილებაზე უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღებაზე უფლების მქონე პირები, რომელთაც სააგენტოს ამ დამხმარე საშუალების მოთხოვნით სხვა პირებთან შედარებით უფრო ადრე მიმართეს, შემდეგი რიგითობით:

ა) ამ დადგენილების დანართი 1.13.2-ით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში – ორთეზირების საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც არიან ამ დადგენილების დანართი 1.9-ით გათვალისწინებული ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ბენეფიციარები;

ბ) ამ დადგენილების დანართი 1.13.4-ით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში – შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები;

გ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ნებისმიერი დამხმარე საშუალების შემთხვევაში:

გ.ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

გ.ბ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;

გ.გ) შესაძლებლობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები;

გ.დ) შესაძლებლობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები და ასაკით პენსიონერები.

9. ამ დანართით დადგენილი წესი არ მიიღება მხედველობაში:

ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრებ ბენეფიციარებისათვის დამხმარე საშუალებების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო) მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, დასაშვებია ამ პირის სასარგებლოდ დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მიმართვის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლის (სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება) სააგენტოში წარდგენას, შესაბამისი დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 30 დღისა;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის დამხმარე საშუალებების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას); გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;

გ) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, ასევე „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები დამხმარე საშუალებით კმაყოფილდებიან რიგგარეშე.

დანართი 1.13.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენ