ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს (თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში სურდოთარჯიმნების მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);
ბ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);
გ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახე