ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, პირი, რომელიც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩართული იყო 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურებათა მიწოდებაში, ავტომატურად ითვლება რეგისტრირებულად 2012 წლის 1 აპრილამდე, რა ვადამდეც პირმა ქვეპროგრამის შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შენარჩუნების მიზნით უნდა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 1 თებერვლამდე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისა